რეზონანსი
07.02.2023

უკრაინის რადას დეპუტატი და სააკაშვილი ცოლი ლიზა იასკო წერს, რომ საქართველომ მას ახლო ადამიანი წაართვა.

„ამ დროშის გვერდით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ამდენი ხანი, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი... სისხლით დაფარული. ეს ადრე არ შემიმჩნევია.

საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო. დასცინი და ანადგურებ. ახლა საბოლოოდ და შეუქცევადად ანადგურებ?

მას სხვა რეალობა აქვს. სუსტადაა . ეს არ არის შენთვის საკმარისი? ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე დღეს უარი განაცხადა" - წერს ლიზა იასკო.

6 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობა ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის გადავადების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×