რეზონანსი
06.02.2023

„ნაცმოძრაობის" განცხადებების საფუძველზე, პარტიაში პროცესები კანონზომიერად მიდის, მათზე ითქმის, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა არჩევნებში, ქუჩის აქციებში და ახლა გაბრაზებულმა ომი გამოუცხადა საკუთარ საზოგადოებას, რითიც საბოლოოდ გაიფორმა „ომის პარტიის" სახელი.

„არეულობა უნდოდათ ქვეყანაში და მიიღეს საკუთარ პარტიაში, ეძებდნენ სახელმწიფოში ერთ ოლიგარქს და საკუთარ პარტიაში ორი აღმოაჩინეს, ჩრდილოვან მმართველობას ეძებდნენ და ახლა პარტიაში არაფორმალურ მმართველებზე საუბრობენ. ოპოზიციურ ველზე დიდი ადგილი ჩნდება - 2024 წლისთვის „ომის პარტიას" აღარ ექნება ოპოზიციაში ლიდერობის რესურსი, რაც სხვებმა უნდა გამოიყენონ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×