
ჩილეში მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 554 მძიმედ დაშავდა. ხელისუფლება გარდაცვლილთა რაოდენობის რიცხვის მატებას არ გამორიცხავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 429 ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი.
ხელისუფლებამ ქვეყნის ორ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემებით, ხანძრის შედეგად დამწვარია 40 ათასი ჰექტარის ფართობის ტერიტორია.
ჩილეში ხანძრები რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია, ქვეყნის ფარგლებში ცეცხლის ასობით კერას ებრძვიან.
ჩილეს პრეზიდენტი დახმარებას მეზობელ ქვეყნების სთხოვს.