რეზონანსი
01.02.2023

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი გაბელია დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. გაბელია სოციალურ ქსელში წერს, რომ 2012 წლიდან წალენჯიხის "ნაციონალური მოძრაობის" facebook გვერდს მართავდა, თუმცა ამის უფლება ჩამოართვეს.

"მომივიდა მეილზე მესიჯი, რომ ჩახსნილი ხარ ენმ-ს ადმინობიდან. 4 ადამიანი ვიყავით, ითხოვე ჩაგვხსნეს და ამის მერე მირეკავს დიმიტრი ჩიქოვანი და მეუბნება, რომ პირადად მე ჩაგხსენი ადმინობიდანო. როცა ვკითხე, რატომ-მეთქი, პარტიის საკუთრებაა და ესე გადავწყვიტეო. პარტიაში, როგორც გავიგე, არანაირი თანამდებობა არ უკავია და როგორც მითხრეს, არის ბატონი დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა. 24 საათის არჩეულია პარტიის თავმჯდომარედ და უკვე წმენდაა. მთავარი დარტყმა იყო ამაზე, რომ რადგან ნიკა მელიას ვედექით გვერდში, მოხდა ასეთი რამ," - აცხადებს გიორგი გაბელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×