რეზონანსი
01.02.2023

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია ბრიუსელში, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.  ტრადიციულ ღონისძიებაზე ევროპული რკინიგზების წარმომადგენლები იკრიბებიან.  წლევანდელ ცერემონიაზე რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს, მათ შორის იყო უკრაინის რკინიგზა, რომელსაც ევროპის რკინიგზების გაერთიანების 2023 წლის ჯილდო გადაეცა.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა სარკინიგზო სექტორში ქალების როლის გაძლიერება. სწორედ ამის დასტურია, რომ სექტორის წლის ინოვატორის   ჯილდო- ქალბატონმა მიიღო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით   აქტიურად მუშაობს საქართველოს რკინიგზაც. ღონისძიებაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტის ვიდეო მიმართვა აჩვენეს.

რობერტა მაცოლამ აღნიშნა, რომ რკინიგზა უსაფრთხო, ეკო-მეგობრული ტრანსპორტია და რომ სარკინიგზო სექტორის განვითარება ევროპის მომავლისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. დაჯილდოების ცერემონიაზე შვედეთის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა სფეროს გამოწვევებზე, კერძოდ გამარტივებულ სერვისებზე,  ოპერატიულ  გადაყვანებსა და მომსახურების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის დელეგაცია უცხოელ კოლეგებს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×