რეზონანსი
01.02.2023

უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები გამოიყენეს.

HRW-ში აცხადებენ, რომ იზიუმის მახლობლად PFM-1 ტიპის ნაღმების გამოყენებას 11 მშვიდობიანი მოქალაქე ესმხვერპლა, კიდევ 50 სამოქალაქო პირი კი, მათ შორის 5 ბავშვი დაიჭრა. ამასთანავე, დაშავების თითქმის ყოველ მეორე შემთხვევას წვივის ან ტერფის ამპუტაცია მოჰყვება.

HRW-ის წარმომადგენელი სტივ გუზი აცხადებს, რომ უკრაინას რატიფიცირებული აქვს 1997 წლის ოტავის კონვენცია, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ნებისმიერ გამოყენებას, წარმოებას, შენახვასა და გასხვისებას.

მიუხედავად ამისა, სტივ გუზის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ათასობით აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმით საკმაოდ დიდი ფართობის ტერიტორია დანაღმეს.

მანამდე ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სამი ანგარიში, რომლებშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ანალოგიური ნაღმების გამოყენებაზე მიუთითებდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×