რეზონანსი
31.01.2023

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ამზადებს თემატურ მოხსენებას საკითხზე - ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტის ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს, სსიპ „აწარმოე საქართველოში" და სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელებთან.

„სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხი ჩემი, როგორც აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იქნება. დღევანდელ შეხვედრაზე შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან მივიღეთ ინფორმაცია სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. მოკვლეული ინფორმაციებით საქართველოში ჰექტარზე მოსავლიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს განვითარებულ ქვეყნებში არის და, რა თქმა უნდა, ქართული აგრო პროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მოსავლიანობა გავზარდოთ. ამას კი ვერ მივაღწევთ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე. ჩვენ შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე. თემატურ მოხსენებაში ასახული იქნება ის, თუ რა უნდა გააკეთოს სოფლის მეურენობის განვითარების სააგენტომ და სხვა უწყებებმა სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით შესაბამის შედეგებს მივიღებთ", - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×