რეზონანსი
31.01.2023

უნგრეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესრელიზის თანახმად, თავის გამოსვლაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ თანამშრომლობის გაღრმავება გადაწყვიტეს, რადგანაც უნგრეთი და აზერბაიჯანი აცნობიერებენ, რომ „არა მხოლოდ ევროპა, არამედ მასთან ახლოს მდებარე რეგიონებიც საფრთხეების ეპოქაში იმყოფებიან".

ორბანის განცხადებით, ომმა, რომელიც უნგრეთის მეზობლად მიმდინარეობს, და სანქციებმა, რომლებიც ამ ომზე საპასუხოდ ბრიუსელმა დააწესა, სპეციფიკური საგანგებო სიტუაცია შექმნა უნგრეთისვის, რომელიც გამოიხატება ევროპის ენერგომომარაგების დაუცველობაში. მისივე თქმით, ამან გაზარდა აზერბაიჯანის მნიშვნელობა და ის მთელი ევროპისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა.

ორბანის განცხადებით, ევროპაში ყველამ იცის, რომ აუცილებელია ენერგორესურსების რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა წყაროდან მიღება. ყველაზე რეალისტურ სცენარად კი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ენერგორესურსების აზერბაიჯანიდან ევროპაში ტრანსპორტირება დაასახელა. მისივე თქმით, აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, 2027 წლისთვის აზერბაიჯანიდან ევროპაში ტრანსპორტირებული ბუნებრივი არის მოცულობა გაორმაგდება, ასევე, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც აზერბაიჯანიდან ევროპაში ელექტროენერგიის მიწოდებასაც ითვალისწინებს.

ორბანის განცხადებით, აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების ევროპაში ტრანსპორტირება უნგრეთის გავლით მოხდება, რაც ბუდაპეშტისთვისაც გამარჯვება იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×