რეზონანსი
26.01.2023

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ „სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ნიკა მელია თანამდებობებს ინაწილებს“, ენმ-ის წევრი ბაჩო დოლიძე ეხმიანება. 

როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, „მიხეილ სააკაშვილის მართლა უახლოესი მეგობრები ჩუმად აკეთებენ საქმეს, რაც გასაკეთებელია“.

„ყველანაირად ვცდილობ, პიროვნულად არ გადავიდე და არც გადავდივარ ხოლმე, თუ სასწაული არ მოხდა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თითოეული რესპონდენტი, რომელიც ჟურნალისტებთან გამოდის, მიხეილ სააკაშვილს 30-ჯერ მაინც ახსენებს, ამით რას უმტკიცებ, ვის უმტკიცებ, ვის აჯერებ, თუ საკუთარ თავს აჯერებ, რომ თურმე, ყველაზე მეტად შენ წუხხარ.

მიხეილ სააკაშვილის მართლა უახლოესი მეგობრები ვინც არიან, არ ახსენებენ ასეთი რაოდენობით და ჩუმად აკეთებენ საქმეს, რაც გასაკეთებელია.

ეს პოპულისტური კრიტიკა, ლოზუნგები და სადღეგრძელოები.. გუშინ ვისმინე, თუნდაც ლევანისგან (ხაბეიშვილი) ცოტა გამიკვირდა, „9 საათზე, ნიკა მელიამ ბრიფინგი დააანონსა, ველოდებოდი, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით გააკეთებდა განცხადებას და აბსოლუტურად სხვა საკითხს შეეხოო“.

ყოველი წინადადება იწყება მიხეილ სააკაშვილით, მთავრდება მიხეილ სააკაშვილით, თუ ასე წუხხარ, ღამის გასართობ შოუებში რომ დადიხარ, ეს არ არის უხერხული? ჩემთვის ესეც მიუღებელია.როცა შენ ამით ცხოვრობ და გვეუბნები, ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი ციხეშია, ასეთ მდგომარეობაშიაო, თან მერე რესტორნებში და თან გასართობ შოუებში დადიხარ, ესეც არაფერში არ წერია პირადად ჩემი გადმოსახედიდან, სხვას შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს“, – თქვა ბაჩო დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×