რეზონანსი
25.01.2023

ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ადასტურებს, რომ ნაცმოძრაობას ველები და ფინანსური პრობლემები აქვს:

ნიკა მელია არის არახარბი ადამიანი, მითქვამს მისთვის, სწორი იქნება, მიხვიდე ეთერში და მოყვე სად მიდის პარტიის ფინანსური რესურსი. არავინ არ იცის ეს. ის დაფინანსება რასაც ხალხი კითხულობს ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის დაფინანსება – როდესაც იყურებით საჯარო რეესტრში და ბიუჯეტში, ეს არის იმ ხალხის და იმ პარტიების, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ გახსოვთ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის სახელით არიან პოლიტიკური სუბიექტები. ჩვენი პარტია აფინანსებს იმ პარტიებს, რომლებიც წარმოადგენდნენ არჩევნების წინ კოალიციას ნაციონალურ მოძრობასთან. ასეთი იყო პირობა. ის მიზერული თანხა, რომელიც პარტიაში რჩება… 

როდესაც ლევანი (ხაბეიშვილი) ლაპარაკობს, რომ დახურულია, თურმე, ოფისები, ამის ბრალია. ის ვალები, ჯერ არის დაუსრულებელი, ჩვენ ვალის მდგომარეობაში ვიმყოფებით და ის დაფინანსება, რომელიც ყველას წარმოუდგენია ნიკა მელიას შემოსავლად, პრაქტიკულად არ არსებობს" - თქვა დეპუტატმა “ტვ პირველთან”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×