რეზონანსი
21.01.2023

20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ტრაგედიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 5 ადამიანი დაიჭრა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ერთ-ერთი მოქალაქის შესახებ, რომელმაც ტრაგედიის ღამეს, სამი დაჭრილის სიცოცხლე გადაარჩინა:

„გაიცანით მეგობრებო!!! ეს ბიჭი მივიდა წუხანდელ ღამეს ტყვიების წვიმაში და სამი დაჭრილი გადაარჩინა სიკვდილს!!! ვამაყობ გიო შენით!!! გმირი ხარ, გმირი!!! უფალმა უმრავლოს შენნაირი ხალხი სამშობლოს“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე.

შეგახსენებთ, 20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ფორტუნა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×