რეზონანსი
20.01.2023

საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების შესახებ მიმდინარე სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი მალხაზ ურთქმელიძე მოწმის სტატუსით მყოფ ექსპერტს გიორგი ვერულავას სიტყვიერად დაუპირისპირდა.

შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვერულავამ სააკაშვილისთვის მაჯის საათის წართმევის ინციდენტზე აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან ღამის 12:30-დან 01:00-ის შუალედში შევარდნა შეფასებულია, როგორც არასათანადო მოპყრობა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ მოწმეს მოუწოდა „ილაპარაკოს მხოლოდ ის რაც უნახავს პირადად".

„რაც არ გინახავთ ტყუილად ნუ ლაპარაკობთ, თორემ გაგახსენებთ კიდევ სხვა რაღაცებს, რაც გინახავთ და რაც პირადად ჩემთან თქვენ და ქალბატონმა მარიამმა იკადრეთ. თქვენ და ქალბატონი მარიამი ისხედით ჩემთან კაბინეტში, ყავას მიირთმევდით და იქ გამიჟღერეთ და თქვენი ხითხითიც კარგად მახსოვს, რომ თუ თქვენ დროულად არ შეგვიყვანთ ბატონ მიხეილთან, ახლა ავდგებით და გავავრცელებთ ჭორს, რომ ნეიროლეფსიური წამება გქონდათ აქო, გახსოვთ ეს კარგად? მე ძალიან კარგად მახსოვს. ნეიროლეპტიკებით რომ წამლავდითო, გახსოვთ ეს საუბარი? ხითხითიც ხომ კარგად გახსოვთ?"- განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

ურთქმელიძის კითხვაზე ახსოვდა თუ არა მსგავსი შინაარსის საუბარი, ექსპერტმა გიორგი ვერულავამ აღნიშნა, რომ ახსოვდა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×