რეზონანსი
06.01.2023

რამდენიმე წუთია ძალაში შევიდა ე.წ. საშობაო ზავი - 36 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ცეცხლი არ უნდა გახსნან. ყოველი შემთხვევისთვის, ასეთია ვლადიმერ პუტინის პირობა, რომელიც მან გვიან ღამით დადო და დღესასწაულით ახსნა, საშობაო ზავის ინიციატივა პატრიარქ კირილს ეკუთვნოდა.

იმას, რაც რუსეთმა რელიგიური მოტივებით შეფუთა, ცივილიზებულმა სამყარომ თავისი სახელი დაარქვა, სულის მოთქმა და ძალების მოკრება ახალი ტერორისთვის, სწორედ ეს შეფასება მოჰყვა მსოფლიო ლიდერების მხრიდან ინიციატივას რუსეთისგან, რომელიც თითქმის ერთი წელია ეკლესიებსაც თარიღების მიუხედავად ბომბავს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ომის დროს შესვენებებს იყენებს, რათა შეაყოვნოს უკრაინელების წინსვლა და თავად მიუახლოვდეს მათ პოზიციებს.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ პუტინი მზად იყო დაებომბა ეკლესიები, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები 25 დეკემბერს და ახალ წელს, ახლა კი ის „ჟანგბადის პოვნას ცდილობს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×