რეზონანსი
28.12.2022

პრეზიდენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა თემის წამოწევა შეუძლებელია.

მისივე თქმით, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე ძალას აწყობს.

„რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული?! პირველ რიგში, მიშას {მიხეილ სააკაშვილი} ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ერთნი, როცა აქეზებდნენ - ჩამობრძანდი, ჩამობრძანდი და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ, ან მეორენი, როცა აქეზებდნენ ქართულ ხასიათზე თამაშით - აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი! ლაჩარი ხომ არ ხარ, ჩამოდი! ორივე ძალას აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ. იმიტომ, რომ 1 წლის შემდეგ ჩვენ სრულად გაჩერებულები ვართ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს. სხვა თემის აწევა შეუძლებელია. ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს. ერთ მხარეს, ალბათ, იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს, იმიტომ, რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი, არც ერთ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×