რეზონანსი
28.12.2022

„ქრონიკის" გადამღებმა ჯგუფმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მეუღლე სანდრა რულოვსი და მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი გადაიღო.

რამდენიმე წუთის წინ გადაღებულ კადრებზე ჩანს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის პარალელურად, ათონელის ქუჩაზე სანდრა რულოვსი და ედუარდ სააკაშვილი იმყოფებოდნენ. მათ ტერიტორია მალევე დატოვეს.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია სახელწოდებით „არ შეიწყალო კრიმინალი" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სურთ, სალომე ზურაბიშვილს შეახსენონ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები.

„ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა ვიდექი ქუჩაში?" - ასე მიმართა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს.

წყარო: „imedinews.ge"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×