რეზონანსი
28.12.2022

„კრედიტ სუისის" უკანონო ქმედებები ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი მასშტაბური თაღლითური სქემა, რომელიც „კრედიტ სუისმა" ევროპის შუაგულში, მისი თუ სხვა ძალების ინიციატივით, განახორციელა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა შვეიცარიულ ბანკთან ბიძინა ივანიშვილის დავაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „კრედიტ სუისი" მძიმე ქმედების ჩადენას განაგრძობს.

„იმის მიუხედავად, რომ „კრედიტ სუისი" უდიდეს რეპუტაციულ ზიანს განიცდის, მძიმე ქმედების ჩადენას განაგრძობს. ეს ისტორიაში შევა და მათ შორის ევროპაში, ასწავლიან სტუდენტებს, ბიზნესის და იმ სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც საბანკო საქმიანობაში არიან ჩართული, როგორ არ უნდა მოიქცეს შესაბამისი საკრედიტო დაწესებულება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×