რეზონანსი
28.12.2022

"არ შეიწყალო კრიმინალი" - ამ ლოზუნგით ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილის და გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრები ამ წუთებში აქციას მართავენ. აქცია ათონელზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან იმართება.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოკლული პირების ოჯახის წევრები და ახლობლები პრეზიდენტს მიმართავენ და მოუწოდებენ არ შეიწყალოს სააკაშვილი.

"ამ ადამიანის შეწყალება არ შეიძლება, უბედურება დატრიალდება საქართველოში, სულ აქციები აქციებზე დაიწყება რომ შეიწყალონ, იმიტომ ვატარებთ ამ აქციას. გამაფრთხილებელი აქციაა ეს, მეტი არაფერი. ძმა მომიკლეს და მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი," - განაცხადა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა.

განცხადება გააკეთა გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ.

"კაცი, რომელიც არის ყველაზე დიდი დამნაშავე, თუკი ვინმე დღეს ზის ციხეში. სალომეს ჩვენთან პირობა აქვს დადებული, რომ ის არ შეიწყალებდა და არ შეიწყალებს სააკაშვილს," - განაცხადა გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×