რეზონანსი
28.12.2022

შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენი ე.წ. შინაური ოპოზიცია ამ პროცესში ითრევს ევროპარლამენტარების გარკვეულ ჯგუფს, რომლებსაც დიდი ჩათრევაც არ უნდათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ხალხის ძალის" განცხადებაზე საუბრისას ილაპარაკა.

„ხშირ შემთხვევაში, რომ არ იცოდე ამ ადამიანების სახელი და გვარები, იფიქრებდით, რომ ნაცმოძრაობის რიგითი აქტივისტები არიან, ისე იქცევიან და ისე მეტყველებენ - მკვლელზე ამბობენ, რომ პატიოსანია, მანიაკზე ამბობენ, რომ წესიერია, კრიმინალზე ამბობენ, რომ ანგელოზია. პირში წყალი ჩავიგუბო და რადგანაც ევროპარლამენტარია, როცა მამუნათებს შავზე თეთრი ვთქვა, უნდა ვთქვა? გამორიცხულია ეს ამბავი - ადამიანის მეხსიერებიდან ამას ვერ ამოშლი" - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მოძრაობა „ხალხის ძალამ" 27 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის კიდევ ერთ რეზოლუციას ეხება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×