რეზონანსი
25.12.2022

თბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა მეზობლის ჩადენილია, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. "მთავარი არხის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია, თუმცა შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.

უცნობია დანაშაულის ზუსტი ადგილი და იარაღი.

ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკითაა ჩადენილი და ცხედრებს წამების კვალი ეტყობა. არსებული ცნობით, გვამების გადამალვა ორმოში სცადეს.

მოკლულები ფასანაურში გადაასვენეს. ქალი ადგილობრივია, ხოლო კაცი უცხო ქვეყნის მოქალაქე.

"მთავარი არხი“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×