რეზონანსი
24.12.2022

დღეს, როდესაც ბატონ ხაჭაპურიძეს არ აწყობს სამხარაული, ახლა არ არის სანდო?! ასეთი მტკიცება არასწორია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ, შალვა ხაჭაპურიძეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამხარაულის ბიურო არის საერთაშორისო ქსელის ნაწილი.

„სამხარაულის ბიურო იმავე სტანდარტებს აკმაყოფილებს, რასაც საერთაშორისო ლაბორატორიები ევროპაში და ევროპული ლაბორატორიები თუ უზიარებენ სამხარაულს მონაცემებს და პირიქით, ერთმანეთს თუ ენდობიან, მათ შორის საერთაშორისო ოპერაციებში. და დღეს, როდესაც ბატონ ხაჭაპურიძეს არ აწყობს სამხარაული, არ არის სანდო?! ასეთი მტკიცება არასწორია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×