რეზონანსი
24.12.2022

რუსი ტერორისტების მიერ ხერსონის ბარბაროსული დაბომბვა არა მხოლოდ მორიგი ომის დანაშაულია, არამედ შურისძიებაა მისი მცხოვრებლების მიმართ, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპაციას და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ხერსონი უკრაინაა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ხერსონში განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინას თავდაცვის მეტი სისტემა სჭირდება.

„უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს ასეთი ტრაგედიები, თუ მას ექნება კონტრაბატარეული ბრძოლის მეტი საშუალება, მეტი არტილერია და შორ მანძილზე მოქმედების მეტი საბრძოლო მასალა“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს ხარკოვის ცენტრი დაბომბეს. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაიღუპა მინიმუმ 8 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×