რეზონანსი
24.12.2022

24 დეკემბერს რუსების მიერ ქალაქ ხერსონის ცენტრის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 8-მდე, დაჭრილთა კი 58-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 18 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ Telegram-ში დაწერა, რომ ხერსონის ცენტრის დასაბომბად დილით რუსეთმა „გრადები" გამოიყენა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის დღევანდელი დაბომბვის საპასუხოდ, დასავლელ პარტნიორებსა და უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა, უფრო აქტიურად მხარი დაუჭირონ უკრაინას.

„რუსეთის ტერორისტულ თავდასხმას ხერსონზე უამრავი მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. როდესაც ოჯახები ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და მის ფარგლებს გარეთ ამზადებენ სადღესასწაულო კერძებს, იფიქრეთ უკრაინაზე, რომელიც ახლა ებრძვის ბოროტებას. ჩვენ გვჭირდება თქვენი აქტიური და გრძელვადიანი მხარდაჭერა გამარჯვებისთვის", - წერს კულება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×