რეზონანსი
23.12.2022

ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი კოლეგები ავრცელებენ.

მას, ახლობლები და მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, დღეს ადვოკატთა ადაპტაციის ლექცია უნდა ჩაეტარებინა.

"დღეს ადვოკატთა ადაპტაციის ლექცია უნდა ჩაეტარებინა. არადა, როგორი იმედი მქონდა, რომ რომელიმე საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა...", - წერს საბა ხელაშვილი, რომელსაც საპასუხოდვე უწერენ, რომ დასავლეთში სამძიმარზე ყოფნისას გულმა უმტყუნა და გარდაცვალების მიზეზი გახდა.

"სამძიმარზე იყო დასავლეთში... გულმა უმტყუნა", - წერს დალი ბარბაქაძე.

ცნობისთვის, გიორგი ტურაზაშვილი წარმოადგენდა დაცვის მხარეს არაერთ გახმაურებულ საქმეში, მაგალითად როგორიც არის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, სადაც ბრალდებულ გიორგი კავილაძის ინტერესებს იცავდა.

ის 2006 წლიდან იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სადაც წლების განმავობაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, 2021 წლის 11 დეკემბერს კი ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ გიორგი ტურაზაშვილი ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×