რეზონანსი
23.12.2022

მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს მინდა, ვუთხრა, რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო ევროპულ გზაზე არ დამარცხდება, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანი გამოეხმაურა ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.

თეა წულუკიანის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს დროებითი წარუმატებლობა უახლოესს მომავალში ევროკავშირის მიერვე იქნება გამოსწორებული.

„მარგველაშვილის წერილთან დაკავშირებით ჩემი პირველი რეაქციაა, რომ სააკაშვილს ვუთხრა, მორიგჯერ გიყენებენ და მიშა მათ იარაღად არის ქცეული. არ მინდა, უფრო უხეში სიტყვები გამოვიყენო. ადამიანის სიცოცხლით თამაში აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა. ინდივიდს თავისი უფლებები აქვს და თუ თავად სააკაშვილი თანახმაა, რომ ის მხოლოდ გამოყენებითი ინსტრუმენტი იყოს გარეთ დარჩენილი წარუმატებელი პოლიტიკოსების ხელში, მათ შორის მარგველაშვილის ხელში, ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილებაა.

მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს, რომლებიც ისე მოქმედებენ დღეს, როგორც თავის დროზე უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოპოვებას რომ ვცდილობდით, გიორგი კანდელაკი და მისი თნამებრძოლები, მინდა, ვუთხრა, რომ რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო ევროპულ გზაზე არ დამარცხდება. ქართველ ხალხს საუკუნეების მანძილზე სხვა ძალიან ბევრი განსაცდელი გამოუვლია და არასოდეს დამარცხებულა. დროებითი წარუმატებლობა რაც იყო, ევროკავშირის მხრიდან სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება - ჩვენ ქვეყანას უთხრეს უარი და მოლდოვას, უკრაინას უთხრეს კი, დარწმუნებული ვარ, ქართველი ერისა და მისი ხელისუფლების წარმატებული ძალისხმევის შედეგად, უახლოესს მომავალში ევროკავშირის მიერვე იქნება გამოსწორებული", - განაცხადა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×