რეზონანსი
23.12.2022

ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე [სასამართლო] პროცესებს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს და ასევე მნიშვნელოვანია და მთავრობის ვალდებულებაა, რომ მან უზრუნველყოს საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლეა სასწორზე.

ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ, რომ მთავრობის ვალდებულებაა სათანადო და საჭირო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა და ზუსტად ეს უნდა დადგინდეს სასამართლო პროცესზე, ამიტომ იგი შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს და არ იყოს რამე შეყოვნება", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×