რეზონანსი
23.12.2022

გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის სრული გარიცხვა ახლა შეუძლებელია, მაგრამ უნდა შემუშავდეს მექანიზმი რუსეთის წევრობის დროებით შესაჩერებლად უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, - ამის შესახებ RTVI-სთან ინტერვიუშ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად ეს შეუძლებელია, ვინაიდან უშიშროების საბჭოდან რუსეთის სრული გარიცხვა გაეროს უსაფრთხოების კონცეპტს ჩიხში შეიყვანს. შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყება მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო სამართალში „ნაკლოვანებები" არსებობს.

მიშელმა ასევე განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან გაეროს ფუნქციონირების რეფორმირება გარდაუვალი იქნება, მათ შორის იმისათვის, რომ თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ბალანსი უკეთ იყოს გათვალისწინებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×