რეზონანსი
23.12.2022

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, დავით კირკიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სტაბილურია. მან მედიკოსების რჩევით შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, კირკიტაძე კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება.

„წნევა ჰქონდა ძალიან დაახლოებული, 100/90-ზე. ამიტომ მედიკოსებმა გადაწყვიტეს მისი კლინიკაში გადაყვანა. ახლა დასტაბილურდა პარამეტრები, თუმცა სუსტადაა. ექოკარდიოგრამის პარამეტრები არ აძლევს საშუალებას რომ შიმშილობა გააგრძელოს“, - განაცხადეს პარტიაში.

ცნობისთვის, დავით კირკიტაძე კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით, არტერიული წნევის შეუსაბამო ნიშნულების გამო გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი დეპუტატი ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×