რეზონანსი
22.12.2022

მედიის ინფორმაციით, თეთრ სახლში დაადასტურეს „როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს" იარაღს აწვდის.

როგორც მედია იუწყება, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორის, ჯონ კირბის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს" ნოემბერში მიაწოდა ნაღმტყორცნები და რაკეტები, რომლებსაც ისინი უკრაინაში იყენებენ.

ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის მიწოდების ფაქტს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ჯეიმს კლევერლის განცხადებით, ის ფაქტი, რომ პუტინმა დახმარების თხოვნით ჩრდილოეთ კორეას მიმართა, რუსეთის სასოწარკვეთილებისა და იზოლაციის ნიშანია.

აშშ-ის ინფორმაციით, უკრაინაში ამჟამად რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" 50 000-მდე მებრძოლი იბრძვის, რომელთაგან 40 000 ყოფილი პატიმარია.

ცნობისთვის, დღეს სააგენტო „როიტერმა" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" იარაღს ჩრდილოეთ კორეიდან ყიდულობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×