რეზონანსი
18.12.2022

"ვამაყობ იმ მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენ უკრაინას ამ გაუმართლებელი ომის დაწყებიდის დღიდან ვთავაზობთ" - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საუბრობს.

მისივე თქმით, ევროკავშირს შეუძლია, "მეტი გააკეთოს" უკრაინისთვის და ამიტომ, ის მიესალმება სანქციების მე-9 პაკეტს, რომელიც რუსეთს ახლახან დაუწესეს.

"ეს ომი სასწრაფოდ და უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ეს ნიშნავს მეტ იარაღს უკრაინისთვის, მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მეტ პრაქტიკულ სოლიდარობას და მეტ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა მეცოლამ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ პარასკევს გადაწყვიტა სანქციების დაწესება კიდევ 141 ფიზიკური და 49 იურიდიული პირის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ესკალაციის საპასუხოდ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×