რეზონანსი
18.12.2022

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, რუსეთის პირობებით ზავი უკრაინელების მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.

ბერბოკის განცხადებით, არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ომი უახლოეს მომავალში დასრულდება და რუსეთი უკან დაიხევს.

"უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხი ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. მათ არა მხოლოდო ელექტროენერგია და გათბობა აკლიათ, არამედ საერთაშორისო დახმარებაც ვერ მიდის იქამდე. ყოველდღიურად იქ ხალხი ცხოვრობს იმის შიშით, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეიძლება გაიტაცონ, აწამონ და მოკლან. ეს ომი პუტინის გარდა, სხვას არავის დაუწყია და თუ პუტინს სურს, ეს ომი შეიძლება ხვალაც დასრულდეს", - თქვა ბერბოკმა.

გუშინ, 17 დეკემბერს გერმანიის კანცლერამ, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს მიმართა. გერმანიის კანცლერი მიიჩნევს რომ მცირე შანსების მიუხედავად, დასავლეთმა პუტინთან კომუნიკაცია უნდა შეინარჩუნოს და ის მოლაპარაკებების მაგიდასთან მოიწვიოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×