რეზონანსი
05.12.2022

ბრუკლინში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, კიდევ ერთი ქართველი მამაკაცი დაჭრილია. მისს გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. ინფორმაციას „ტვ პირველი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებიც ქართველები არიან.

სისხლიანი დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც საქართველოს ორ მოქალაქეს ბანკიდან ფული გამოჰქონდა. მათ ადგილზე სამი შეიარაღებული პირი დახვდა. ადევნებისა და ყაჩაღობის მცდელობას რამდენიმე გასროლა მოჰყვა. 45 წლამდე მამაკაცს ორი სასიკვდილო ტყვია მუცლის არეში მოხვდა.

მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მიყენებული ცეცხსასროლი ჭრილობებისგან ის კლინიკაში გარდაიცვალა.

დაჭრილია მისი თანხმლები ასევე ქართველი 30 წლის კაცი, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია.

წყარო: ტვ პირველი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×