რეზონანსი
01.12.2022

25 ნოემბრის მონაცემებით, შვეიცარიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, დაახლოებით 7.9 მილიარდი აშშ დოლარის რუსული აქტივები გაყინა.

"გაყინული თანხები შეიძლება გაიზარდოს, მაგალითად, იმ შემთხვევებში, როდესაც ახალი პირები ხდებიან სანქციების ობიექტი ან გამოვლენილია ახალი აქტივები", - აცხადებს შვეიცარიის ფინანსთა სამინისტრო.

გარდა ამისა, 6 კანტონში ჩამორთმეულია 15 ქონება, რომელიც ეკუთვნის იმ ფიზიკურ პირებს, კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც სანქცირებულია.

სანქციები, რომლებიც შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ თებერვალში დაამტკიცა, ასევე მოიცავს რუსეთის მოქალაქეების ან ფიზიკური და იურიდიული პირებისგან დეპოზიტების მიღების აკრძალვას, თუ მათი ჯამური ღირებულება ერთ ადამიანზე 100 000 შვეიცარიულ ფრანკს აღემატება.

​ცნობისთვის, 23 ნოემბერს შვეიცარიის ფედერალური საბჭო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მერვე პაკეტის ფარგლებში მიღებულ სანქციებს შეუერთდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×