რეზონანსი
01.12.2022

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ განცხადება რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ პოლონეთში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ბოგდან აურესკუმ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი ნეგატიურ ეფექტს ახდენს მთელ რეგიონზე და განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ქვეყნებზე.

აურესკუმ ყურადღება გაამახვილა ე.წ. გაჭიანურებული კონფლიქტების დარეგულირების აუცილებლობაზე.

„რუმინეთი და პირადად მეც, უკვე დიდი ხანია, გამოვდივართ მოწოდებებით, რომ ე.წ. გაჭიანურებული კონფლიქტები მუდმივად უნდა იყოს ჩვენი ყურადღების ქვეშ და აუცილებელია მათი შესაძლო გადაწყვეტის გათვალისწინება. შავი ზღვის რეგიონი გახლავთ ტერიტორია, სადაც რუსეთმა შექმნა და გააღვივა ასეთი კონფლიქტები. სწორედ აქ გამოცადა რუსეთმა პირველად დეზინტეგრაციის ტაქტიკა. ამ გაჭიანურებული კონფლიქტების გადაჭრა აუცილებელია დაყოვნების გარეშე. რუმინეთი მხარს უჭერს მოლდოვაში კონფლიქტის მშვიდობიან და ყოვლისმომცველ დარეგულირებას, რაც უნდა დაეფუძნოს მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ იქონიებს გავლენას ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე. მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის მნიშვნელობას, რაც უნდა მოხდეს საერთაშორისო კანონმდებლობისა და ეუთო-ს ვალდებულებების დაცვით. ასევე, გამოვიყენებ ამ შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი", - განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×