რეზონანსი
29.11.2022

ვიზიტის მთავარი ამოცანა არის გერმანელი პარტნიორების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საქართველოში და როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„შევეცდებით, მოვიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან, რადგან გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის როგორც კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში, ასევე შემდგომ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა სამხარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ბუნდესთაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან, ფრაქცია CDU-ს წევრებთან, მომხსენებლებთან ნატოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით, ფრაქცია SPD-ს საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან.

შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბუნდესთაგში ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×