რეზონანსი
29.11.2022

მეც მგონია, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი - ბოლო რამდენიმე მონახულებაზე, უფრო და უფრო სუსტად მეჩვენება, - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა „ვივა მედთან“ მას შემდეგ განაცხადა, რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მისივე თმით, ყოფილი პრეზიდენტი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

„დაახლოებით, თვეში 2-ჯერ მივდივარ მის მოსანახულებლად და ბოლო რამდენიმე შესვლაზე, უფრო და უფრო სუსტად მეჩვენება. ყოველ შემთხვევაში, დაახლოებით, 2 თვის წინ ჯერ კიდევ ფეხზე იდგა და ჩვეულებრივად მხვდებოდა და ახლა წევს. ადგომაც არ ვიცი შეუძლია თუ არა, ვერ დადის. ყოველ შემთხვევაში, სეირნობა გამორიცხულია. ადრე კორიდორებში მაინც სეირნობდა და ახლა არ შეუძლია. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ეს ჩემი შეუიარაღებელი თვალით.

არ ვიცი ეს გადაწყვეტილება როგორ, ვის მიერ და სად ხდება, ამიტომ მე შემიძლია გითხრათ, რომ მე რაც შემიძლია ვლოცულობ, იმისთვის, რომ მას სიცოცხლე შეუნარჩუნდეს. მეც მგონია, რომ ახლა სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი,“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×