რეზონანსი
05.11.2022

პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” სტუმარი იყო. გადაცემის წამყვანმა, ზურა გორგილაძემ მას ჰკითხა, თუ რატომ გადაწყვიტა მან რუსეთში, ნოვოსიბირსკის დასის ხელმძღვანელობა.

“შეიძლება შეცდომა დავუშვი, მაგრამ ეს იყო შესაძლებლობა ყველაფრის სხვა დონეზე დატრიალების. ისინი მაძლევდნენ უფლებას, რომ საქართველოდან არ წავსულიყავი. ამის ფასი არაფერი იყო, ჩემი ჩანაფიქრის მიხედვით, შემეძლებოდა გამეკეთებინა გასტროლები. ასევე გაკეთდებოდა დადგმები, რომლებიც ორივეგან გაიმართებოდა.

ვიცოდი, რომ ეს არავის მოეწონებოდა და რისკი იყო. თუმცა სხვანაირად მოხდა, არ მომეწონა სიტუაცია, რომელიც აქ ააგორეს ქართველებმა. ჩვენ დღეს ვართ ხელოვნება. ეს გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ბევრ ადამიანზე მაქვს აღებული პასუხისმგებლობა. მტკივნეული თემაა. მე ამას შესაძლებლობად განვიხილავდი. საქართველოსგან ამხელა ნეგატივს არ ველოდი. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ გაიგო და მხარი დამიჭირა. ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ”, – განაცხადა ნინო ანანიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×