რეზონანსი
04.11.2022

„დიდი შვიდეულის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარყვეს რუსეთის ბრალდებები, თითქოს უკრაინა ე.წ „ბინძურ ბომბს" ამზადებდა და რუსეთს ბირთვული რიტორიკის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ გერმანიის ქალაქ მუნსტერში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია. რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. ჩვენ ასევე უარვყოფთ რუსეთის ცრუ განცხადებებს, რომ უკრაინა ამზადებს რადიოლოგიურ ბინძურ ბომბს", - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე მითითებულია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შემოწმებებმა დაადასტურა, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა.

„ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუდმივ მილიტარიზაციას, უკრაინელი პერსონალის გატაცებას და არასათანადო მოპყრობას. ასევე, სადგურის მუშაობის მიზანმიმართულ დესტაბილიზაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ძალისხმევას უსაფრთხოებისა და დაცვის ზონის შესაქმნელად", - განაცხადეს მინისტრებმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×