რეზონანსი
04.11.2022

თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, შემდგომი ესკალაციისთვის მოემზადება საქართველოს მსგავს ქვეყნებში, საქართველოს უახლესი ისტორია კი ყველამ კარგად ვიცით. ასე რომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ - თუ რუსი სამხედროები არ დამარცხდებიან, ეს ძალადობა და სამხედრო ქმედებები მთელ რეგიონში გავრცელდება, - ამის შესახებ „ქრონიკასთან" საუბარში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) ხელმძღვანელმა, სტეფან ნიქსმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველა რეგიონზე მოახდინა გავლენა. ცხადია, რომ ეს ომი სხვადასხვა მიზეზის გამო გავლენას ახდენს საქართველოზე, მოლდოვასა და ბელარუსზე. ჩვენ ვგრძნობთ დასუსტებულია ბრძოლის ველზე, დასუსტებული კრემლი კი სამხედრო თვალსაზრისით ასევე პოტენციური საფრთხეა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. თუ რუსეთის ჯარი უკრაინაში არ დამარცხდება, ის არ გაჩერდება უკრაინაში. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ ომის შედეგებზე რეგიონში, ეს გავლენას ახდენს რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე - საქართველოზე, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთზე. თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, შემდგომი ესკალაციისთვის მოემზადება საქართველოს მსგავს ქვეყნებში, საქართველოს უახლესი ისტორია კი ყველამ კარგად ვიცით. ასე რომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ - თუ რუსი სამხედროები არ დამარცხდებიან, ეს ძალადობა და სამხედრო ქმედებები მთელ რეგიონში გავრცელდება. საერთოდ, დღეს ყველა სახელმწიფოს მეტის გაკეთება შეუძლია, რადგან დღეს უკრაინა რეგიონს იცავს. უკრაინას სჭირდება მეტი დახმარება როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური კუთხით, ლტოლვილების მხარდასაჭერად და განადგურებული ქალაქების აღსადგენად. მნიშვნელოვანი ასპექტია დიპლომატია - რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, თავისი გადაწყვეტილებები თვითონ განსაზღვროს. ვიცით, რომ გარკვეული საკითხები ქართულ შიდა პოლიტიკაში სადავო გახდა. ვიმედოვნებთ, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია რუსეთის დიპლომატიური თუ ეკონომიკური იზოლაციისთვის", - ამბობს სტეფან ნიქსი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×