რეზონანსი
04.11.2022

„ნაციონალურ მოძრაობაში" შოკიდან ვერ გამოდიან, 10 წელი არიან შოკში, მანამდე წარმოედგინათ, რომ იყვნენ სასწაული პოლიტიკური მოთამაშეები და უცბად საყმაწვილო შამათი შეუსრულა ბიძინა ივანიშვილმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი live-ში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი მისი ნებით და გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან.

„ეს მოხდა გასული წლის იანვარში და დღემდე ისინი ებრძვიან ადამიანს, რომელიც პოლიტიკიდან სრულად დისტანცირებულია აბსოლუტურად ყველა ფორმით. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ადამიანმა სახელმწიფო, ქვეყანა მართოს ისე, რომ არც სატელევიზიო სივრცეში ჩანდეს და არც არაფერი. ისინი დღემდე არიან შოკის ქვეშ. 2012 წელს მათ მიიღეს შოკი ბიძინა ივანიშვილისგან. მანამდე წარმოედგინათ, რომ იყვნენ სასწაული პოლიტიკური მოთამაშეები და უცბადსაყმაწვილო შამათი შეუსრულა ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას". შოკიდან ვერ გამოდიან, 10 წელი არიან შოკში. ამ შოკის გაგრძელებაა ის, რომ დღეს ისინი პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილს აღიარებენ ზებუნებრივი რესურსების მქონე ადამიანად. ადრეც მითქვამს, წარმოიდგინეთ 20 კაციანი სამსახური, კომპანია და წარმოიდგინეთ, რომ წელიწადნახევარი არ მიხვიდეთ იმ კომპანიაში, არც დარეკოთ, არც არაფერი და მართოთ ასე, ხომ წარმოუდგენელია. ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ზებუნებრივი ძალების მატარებელი ადამიანი, რომელიც საერთოდ დისტანცირებულია, არ ჩანს არსად, თუნდაც სატელეფონო ზარი ავიღოთ, როგორ წარმოგიდგენიათ, თვეში ერთხელ, კვირაში ერთხელ სადღაც რეკავ და ამით უზრუნველყოფ სახელმწიფოს მართვას. ანუ ისინი აღიარებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ზებუნებრივი ძალების მატარებელი ადამიანი და ეს არის იმ შოკის გაგრძელება, რაც მათ 2012 წელს მიიღეს" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×