რეზონანსი
02.11.2022

ღარიბაშვილის მთავრობის ასეთი სახის პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას რისკის ქვეშ აყენებს, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს.

"დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე მისი გადაწყვეტილება გამოაცხადა. ნიკა დაახლოებით 4 წლის განმავლობაში პატიმრობაში დარჩება. მკაცრად ვგმობ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, რომელიც თვალსაჩინოს ხდის საქართველოს სასამართლო სისტემისადმი უნდობლობას.

ღარიბაშვილის მთავრობის ასეთი სახის პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას რისკის ქვეშ აყენებს. ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი ქმედებები ქართველი ხალხის სურვილს ეწინააღმდეგება", - წერს ევროპარლამენტარი Twitter-ის პირად გვერდზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×