რეზონანსი
02.11.2022

გატაცება საოკუპაციო ხაზიდან - 17 წლის დავით გიგოლაშვილის დედას იმედი აქვს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მის შვილს ასაკის გამო მაინც მალე დააბრუნებენ. არასრულწლოვანი, საქართველოს 2 მოქალაქესთან ერთად ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ მეჯვრისხევთან, სასაფლაოზე დააკავეს.

გატაცების დროს იყო გასროლაც. ე.წ. მესაზღვრეებმა სავარაუდოდ გამაფრთხილებელი გასროლა იმიტომ განახორციელეს, რომ მამაკაცებს გაქცევა ვერ მოეხერხებინათ.

კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებულის ოჯახიც გატაცებულების დაბრუნებას ელოდება. "კურიერის" ინფორმაციით, ცხინვალში უკვე გაიმართა ე.წ. სასამართლო პროცესი.

დაკავებულებს ამ დრომდე ოჯახთან დაკავშირების უფლება არ მისცეს. საქმეში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. უწყებამ ფაქტის შესახებ უკვე აცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

წყარო: „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×