რეზონანსი
01.11.2022

ჩაატარებს თუ არა ოპოზიციის ნაწილი პრაიმერისს - "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ოპოზიცია ცდილობს ამ გზით საკუთარ რიგებში არსებული კრიზისი გადაფაროს.

"პრაიმერიზზე საუბარი იმან გამოიწვია, რომ ოპოზიციის შიგნით დაწყებულია რღვევის სერიოზული პროცესი, განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციურ ბანაკში, ამით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაფაროს ის კრიზისი და რღვევა, რაც შიგნით მიმდინარეობს. კარგად ხვდებიან, რომ ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები.  ამას როგორ შეფუთავენ და ამომრჩეველს რა იმედს მისცემენ, ერთიანდებიან და ერთად უფრო მეტს შეძლებენ, ეს ყველაფერი უკვე ფასადია, ამის უკან დგას ღრმა პოლიტიკური კრიზისი, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

"სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი" და "დროა" ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავენ, რომელიც ამომრჩევლის ნების მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს, კერძოდ, სიაში ადამიანების რიგითობა, შესაძლოა, პრაიმერის გზით განისაზღვროს.

როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, სიის ფორმირების საკითხი განიხილება, თუმცა გადაწყვეტილი არ არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×