რეზონანსი
01.11.2022

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 24 პირი, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი. პოლიციამ დედაქალაქსა და რეგიონებში სპეცოპერაციები ჩაატარა. დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, მათ შორის ორი, ქალია. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში ჩანს როგორ ყიდიან სავარაუდოდ დაკავებულები ნარკოტიკულ ნივთიერებებს სხვადასხვა სქემით, მათ შორის ინტერნეტის საშუალებით. მასალებში ჩანს ე,წ საკონტროლო შესყიდვებიც.

შსს-ს წარმომადგენლები სპეცოპერაციას რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებდნენ როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, მათ შორის ნახევარი კილო კოკაინი და 490 აბი "სუბუტექსი".დიდი რაოდენობის ნარკოტიკულ ნივთიერებებთან ერთად ამოღებულია თანხაც, რომელიც ნარკორეალიზაციით არის მიღებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×