რეზონანსი
01.11.2022

საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ტარიელ ძეგლიგაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ  პროცესზე აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს სასამართლო.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. 3 პირს შორის დაპირისპირება რესტორანში დაიწყო, მოგვიანებით ორმა დაკავებულს საქმის გასარჩევად სახლში მიაკითხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

მოკლულია 26 წლის თემურ ხარანაული. საქმეში სამზარეულოს დანა ფიგურირებს.

დაკავებული განზრახ მკვლელობის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ თავს იცავდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10 დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

პროცესზე სიტყვით გამოვიდა თავად ბრალდებული, ტარიელ ძეგლიგაშვილი.  

"ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჩემს თანამშრომელს, დავიწყე გაშველება, ამაზე დამიწყეს ცემა, ვერიდებოდი, ქურთუკი დამაფარეს თავზე და წიხლები მირტყეს, ტაქსით წავედი სახლში, დამირეკეს, არ ვპასუხობდი, ქვემოთ ჩამოდი თორე ამოვალთო, დილით ვილაპარაკოთ-თქო, არ გაჩერდნენ, ამოვდივართო და ჩავედი, ოჯახს ვიცავდი, რომ არ ამოსულიყვნენ. რატომ მოხვედით ასე გვიან, წადით გამოვფხიზლდეთ ხვალ ვილაპარაკოთო, თემური შეურაცხყოფას მაყენებდა მირტყამდა და მაგინებდა ცოლ-შვილის თანდასწრებით," - განაცხადა  ტარიელ ძეგლიგაშვილმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×