რეზონანსი
01.11.2022

ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას განცხადებით, ეკონომიკის მიმართულებით საქართველოში ყველა პარამეტრი უმჯობესდება.

მისი თქმით, მაღალია ექსპორტის მაჩვენებელი, ასევე, ტურიზმიდან შემოსული შემოსავალი. დუნდუას ვარაუდით, სწორი რეფორმებით საქართველო შეძლებს და 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება.

,,ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომელიც დაფიქსირდა 9 თვის განმავლობაში, ესარის 10 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გვაძლევს რეალურ იმედს, რომ წლისბოლო ჩვენ დავასრულოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. მშვიდობაზე დამყარებული რეფორმებით, ეკონომიკის განვითარებაზე დამყარებული რეფორმებით, ბიზნესის, კერძოსექტორის ხელშეუხებლობაზე მათ მხარდაჭერაზე დამყარებული პოლიტიკით, საქართველო შეძლებს და მართლაც, გახდება 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ასე რომ, ყველა პარამეტრი არის მწყობრში, ექსპორტი ძალიან მაღალია, ძალიან კარგია ტურიზმის მაჩვენებელი, ტურისტებიდან მიღებული შემოსავლები. ყველა პარამეტრი, ყველა მიმართულება საქართველოში უმჯობესდება,’’ - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×