რეზონანსი
22.10.2022

ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას და არ გვინდა, სანქციების საკითხზე მეტად შევიდეთ პოლემიკაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობა გრძელდება.

„სამწუხარო მოვლენაა, ამაზე კომენტარი არაერთხელ უკვე გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია, თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას, ისინი არიან ომის მდგომარეობაში და არ გვინდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამაზე მეტად შევიდეთ ასე ვთქვათ პოლემიკაში. არის ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობა და სამწუხაროდ, ასე გრძელდება", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×