რეზონანსი
22.10.2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეშფოთებულია, რომ ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებშითუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, უკრაინას დახმარებას შეუწყვეტენ.

„დიახ, შეშფოთებული ვარ ამ საკითხის გამო, რადგან მათ თქვეს, რომ დახმარებას შეწყვეტენ", - განაცხადა ბაიდენმა პენსილვანიაში ვიზიტის დროს.

რამდენიმე დღის წინ, კონგრესის ქვედა პალატის რესპუბლიკელების ლიდერმა, კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია ნოემბრის შუალედურ არჩევნებში თუ გაიმარჯვებს, მომავალ წელს უკრაინის დახმარება შემცირდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეები ჰყავს თავად რესპუბლიკურ პარტიაშიც.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 17,5 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება გამოუყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×