რეზონანსი
22.10.2022

ახალციხეში, სოფელ წნისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული დაზიანებებით ახალციხის კლინიკა „იმედში" გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერის, მზია კაკოშვილის ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მსუბუქი, ზედაპირული დაზიანებები ჰქონდა. მოტეხილობა ან სხვა სერიოზული დაზიანებები არ ჰქონია",-ამბობს იგი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×