რეზონანსი
20.10.2022

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს. კენჭისყრა სტუდენტების ნაწილის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ისინი არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ და კენჭისყრიდან გამოსულ აკადემიური საბჭოს წევრებს სტვენითა და ხმაურით შეხვდნენ.

სტუდენტური მოძრაობის წევრები არჩევნებში პროფესორატის სრული შემადგენლობის ჩართვას ითხოვენ.

„ეს იყო არადემოკრატიული არჩევნები. ეს დემოკრატია არსებობს მხოლოდ იმ ელიტის ფარგლებში, რომელიც ირჩევს აი ამ რექტორს. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მოთხოვნა, რომელიც ეხება სტუდენტურ საცხოვრებელს, დაკმაყოფილებული იყოს, რექტორი უნდა ავირჩიოთ დემოკრატიულად", - აცხადებს ერთ-ერთ სტუდენტი გიორგი შამათავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×