რეზონანსი
09.10.2022

კახეთში, თელავში მკვლელობა მოხდა. სავარაუდოდ, მას მეგობარმა მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულია 30 წლამდე, ახალაგზრდა ქალი. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა.

როგორც ცნობილია, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

ქალი 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

წყარო: "აიპიენი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×